დაჯილდოების წესი ძველ საქართველოში
ახალგაზრდა მკვლევარი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიეროკვლევითი ცენტრის მეცნიერთანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ნიკო ჯავახიშვილი წარმატებით იკვლევს ქართული ისტორიოგრაფიის საკითხებს.
ოცდახუთი წლის ახალგაზრდამ უკვე ხუთი წიგნის გამოცემა მოასწრო: "ქართული ფალერისტიკა (ჯილდოთმცოდნეობა)", თბ., 1996; "ქართული ბონისტიკა (ქაღალდის საფასთმცოდნეობა)", თბ., 1996; "შალიკაშვილები (ფესვები, ტრადიციები, დღევანდელობა)", თბ., 1997; "თამარ მეფის ორდენი (გერმანულქართული სამხედროპოლიტიკური ალიანსის ისტორიიდან)", თბ., 1998 და "დაჯილდოების წესი ძველ საქართველოში", თბ., 1998. დამერწმუნებით, ეს უკვე ცოტა აღარაა მისი ახალგაზრდული ასაკის კვალობაზე.
ყურადღებას გავამახვილებ მის ბოლო წიგნზე "დაჯილდოება ძველ საქართველოში". იგი ეძღვნება საქართველოსთვის დაღუპულ მხედართა ხსოვნას. ხსენებული ნაშრომი ცალკე ქვეთავია ნიკო ჯავახიშვილის საკანდიდატო დისერტაციისა "ქართული ფალერისტიკა (ჯილდოთმცოდნეობა)". წინამდებარე ნაშრომში დასაბუთებულია, რომ ძველ საქართველოში ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების წესი არ არსებობდა. მამულისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მხედრული მამაცობისა და ერთგულებისათვის მიღებული იყო ყმამამულის, ფულის, ძვირფასი ნივთების, ჯიშიანი ბედაურის ანდა საბრძოლო იარაღისა და აღჭურვილობის ბოძება.
ნაშრომში ძალზე ცოცხალი და ხატოვანი ენით არის მოთხრობილი საომარი იარაღითა და აღჭურვილობით დაჯილდოების შესახებ. ავტორს გამოყენებული აქვს ისტორიული წყაროები, ფოლკლორული მასალა, ლიტერატურული ჩანაწერები, მემუარები... წიგნში შეხვდებით საინტერესო პიროვნებებს, სამხედრო და პოლიტიკურ მოღვაწეებს.
წიგნის რედაქტორია აკადემიკოსი როინ მეტრეველი, სამხედრო კონსულტანტი: გენერალმაიორი დავით თევზაძე, რეცენზენტები – ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატები: ნოდარ შოშიაშვილი, ანზორ კალმახელიძე და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ კიკნაძე.
ნიკო ჯავახიშვილის ხსენებული ნაშრომი ხელს შეუწყობს სამხედროპოლიტიკური ცოდნის ამაღლებას და ახალგაზრდობის პატრიოტული გრძნობით აღზრდის საშვილიშვილო საქმეს.
No comments:
Post a Comment