Tuesday, June 19, 2012

ვაჟა-ფშაველა და ხალხური მოლექსენი


ვაჟა-ფშაველა და ხალხური მოლექსენი

მეცხრამეტე საუკუნის 80იან წლებში, როცა ვაჟაფშაველა გამოდიოდა სამწერლო ასპარეზზე, ხალხური მოლექსეობის ტრადიცია მთაში პიკს აღწევდა. ქართული ლიტერატურის კლასიკოსი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ხალხური მოლექსეებისადმი და აღნიშნავდა: “ფშავში მოლექსეები ბევრნი არიან, მაგრამ მათში პირველი ადგილი უჭირავს მერცხალას და ჯაბანს. მერცხალას სახელად გამიხარდი ჰქვიან, მაგრამ ამ სახელს არა სჯერდება და მერცხალას ეძახის თავის თავსეს იმისი ფსევდონიმი გახლავსთ” (ვაჟა 1956: 24).
  ფოლკლორის მკვლევართაგან ვაჟაფშაველამ პირველმა მიაქცია ყურადღება ზოგადად ხალხური მოლექსის პოეტურ ფსევდონიმს. პოეტური ფსევდონიმების გამოყენება გავრცელებული ხერხი იყოხალხური მოლექსე საკუთარი ვინაობის დაფარვის მიზნით ირჩევდა ცრუსახელს, ზოგიერთი ფსევდონიმის შექმნას კი რაიმე განსაკუთრებული ამბავი ედო საფუძვლად. ზოგს ფიზიკური ნაკლის გამო არქმევდნენ მეტსახელს, ხოლო ზოგის თიკუნი მოლექსის ოჯახის ზედწოდების მიხედვით იქმნებოდა (მაგალითად, წიწოთ კარატიელი, მუშტათ ჭრელა და სხვა).
   ფშავხევსურეთში ცნობილი იყო ხალხური ლექსის ოსტატთა შემდეგი ფსევდონიმები: პარასკევა (იგი ვაჟას დედის ბიძა იყო, გვარად ფხიკლეშვილი. სამწუხაროდ, მისი ნამდვილი სახელი არ შემოგვრჩა), მერცხალა (გამიხარდი მაჩხოშვილი), ყრუვ გიორგი (გიორგი მგელიაშვილი), ფრუშკა (ალექსი წვეროშვილი), ხოხა (მწარია ხადილაშვილი), მუშტათ ჭრელა (ჭრელა მუშტაშვილი), წიწოთ კარატიელი (კარატიელ ბაიაშვილი), ტოკა (ხვთისო იმერლიშვილი), ბოტა (გიორგი ჩიტაშვილი), ჭიპიტანა (ფილიპე ღვინიაშვილი), ბოკოლიკი (ივანე გარაშვილი), ტალაური (გიორგი კოდაშვილი), ტყიურა (ლევან ტვირთაშვილი), კიბალაური (ივანე წიკლაური), კუნძა (გამახელა ჭინჭარაული), ფარხა (გაბრიელ გარაშვილი), ყარყატი (გიორგი სესიაშვილი) და სხვა. არხოტიონ მოლექსეს ბესარიონ გაბურს რამდენიმე ფსევდონიმი ჰქონდა. ზოგი მოლექსისა მხოლოდ ფსევდონიმი შემოგვრჩა, მაგალითად: გოგრისყელა, თავცარიელა, ყორანა და ..
   ვინაიდან ზეპირი სახით შექმნილი ტექსტის გახალხურების პროცესი ვაჟას თვალწინ მიმდინარეობდა, დიდი მგოსანი გრძნობდა, რომ თავდაპირველი ავტორის სახელიც თანდათან ჩრდილში მოექცეოდა და გაუჩინარდებოდა. ამ საშიშროებას გრძნობდნენ ხალხური მოლექსენიც და გარკვეული ხერხით ცდილობდნენ საკუთარი სახელის გადარჩენას: “ძველად, – შენიშნავდა ვაჟა, – ჩვეულებად იყო, შაირის მთქმელი ლექსის ბოლოში მოიხსენიებდა თავის ვინაობას, სახელსა და გვარს: მაგალითებრ, “ემაგ ლექსაის მოთქომი” – ესა და ესა ვარ ამ ლექსის მთქმელი, “მოთქომიო”. უმეტეს ნაწილს ლექსებისას დაკარგული აქვს სახელი, ვინაობა ავტორისა” (ვაჟა 1956: 80).
   ძველი ხალხური ლექსები უავტოროდ განაგრძობდნენ არსებობას. გარდა ამისა, ისინი შინაარსობრივადაც განსხვავდებოდნენ ახალი დროის ხალხური პოეტური შემოქმედებისაგან. ამ გარემოებას ნათლად ამჩნევდა ვაჟას დაკვირვებული თვალი. ფოლკლორულეთნოგრაფიული ხასიათის წერილებში მგოსანი შეპირისპირების მეთოდით ახასიათებდა ძველ და თანამედროვე ხალხურ პოეზიას.
   ძველს ლექსებში ერთადერთი წადილი, ღაღადისი ისმის: ვაჟკაცობა, მამაცობა, გულადობა... ძველი დრო იყო ვაჟკაცობისა, ძალისა, მტრობისა, მუშტისა და ხმლისა”. ამიტომძველს ლექსებში უფრო იდეალურობა გამოსჭვირს” (ვაჟა 1956: 100).
   ძველი დრო გარდასულა, ქვეყანაში მშვიდობა დამყარებულა. მეომარს ხმალი გვერდზე გადაუდვია და დუქანში დამჯდარა საქეიფოდ. ახალი დროის კვალობაზე ადამიანის ყურადღება უკვე სულ სხვა ყოფით პრობლემებს მიუქცევია. ამიტომაც, ვაჟას დაკვირვებით, “ახალს პოეზიაში სიღარიბეს და სიმდიდრეს უჭირავს ადგილი”. ხალხური მთქმელი თავისებურად განიცდის სოციალური ყოფის ორივე მხარეს და საკუთარ ლექსშიც შესაბამისად ასახავს თავის დამოკიდებულებას ცხოვრებისეული პრობლემებისადმი: “ახალი ლექსები რეალურ გზას ადგანან და მათში ჰკვნესის სატირული ნაღველი. მოხუცებულები ემდურებიან ლექსის შინაარსის გამოცვლას” (ვაჟა 1956: 19).
   სატირული ლექსების დამამკვიდრებლად პოეტი პარასკევა გაბიდოურს მიიჩნევს. პარასკევა ცნობილი მოლექსე ყოფილა და მეცხრამეტე საუკუნის შუახანებში უცხოვრია. “დედაჩემი იყო ივრელი ქალი, – იგონებს ვაჟა, – სოფელ სხლოვნიდან, ფხიკლიანთ გვარისა, სადაც მოსახლეობენ დღესაც მისი ნათესავნი. სათემო გვარი ფხიკლეშვილებისა არის გაბიდოური. ღვიძლი ბიძა დედაჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში. იმან შექმნა სატირული ლექსები და დღესაც ყველა ფშაველი იმის ჰანგზელექსობს”; საუბედუროდ, წერაკითხვა სრულიად არ სცოდნია, რომ ქაღალდის წყალობით შენახულიყო მისი ნაწარმოებები, თუმცა მისი ლექსები დღესაც ცოცხლობს, იმათ დღესაცა მღერის ხალხი. ეს ლექსნი ღრმა იუმორით არიან სავსენი” (ვაჟა 1936: 509).
   წერაკითხვის უცოდინარი იყო ვაჟასდროინდელ ხალხურ მოლექსეთა უმეტესობა, მაგრამ ეს გარემოება როდი უშლიდა ხელს მათ ლექსების გამოთქმაში. ბუნებით მომადლებული ნიჭი ყველას ჰქონდა, ხოლო მათი შთამაგონებელი თავად ცხოვრება იყო: “მდაბიო მგოსანი რამ უნდა აამღეროს, აალაპარაკოს, თუ არა გარეშემორტყმულმა ცხოვრებამ, მისმა სიტკბომ და სიმწარემ, სხვადასხვა ბუნების მოვლენამ, მით უმეტეს, რომ ხშირად წიგნს მისკენ ბილიკი დახშული აქვს” (ვაჟა 1956: 96).
   მერცხალას ნიჭიერების დასახასიათებლად ვაჟას მოჰყავს მისი სატირული ლექსები და საუბრობს იმ ცხოვრებისეულ მოვლენებზე, რომლებიც მერცხალას ლექსების შექმნისაკენ უბიძგებენ. პოეტი ხაზს უსვამს მერცხალას გაუტეხლობას და გაჭირვების წინაშე ქედმოუხრელობას. მერცხალას საქონელი ჭირმა გაუწყვიტა, მაგრამ მერცხალა მაინც არ გატყდა და ლექსით მოიოხა გული. ვაჟა წერს: “მერცხალას შარშან ჭირისაგან საქონელი დაეხოცა (დაელია). მაინც დიდი დანაკლისი არის მისთვის ორი ხარი, ერთი ფური და ერთი თხა... მერცხალას, რა თქმა უნდა, ეწყინა ეს არასასიამოვნო ამბავი, მოაგონდა თავპირჩამომტირალი სიღარიბე, ქვეყნისა და ხელმწიფის ყალანი და ხარჯი; სხვა რომ ყოფილიყო, ტირილს დაიწყებდა, მაგრამ მერცხალა თავის გულში ჰპოვებს სიმდიდრესა; ხუთმეტი ათასი ჭირიც რომ მოვიდეს, იმას არამც თუ ვერ მოაშლევინებს ღიღინს, უფროც გააშმაგებს სამღერლად:                                                                             
                        ხარი მამიკვდა კვირისა, –
                        ცეცხლი წავყარე პირისა,
                        ისიცა ვლანძღე, ვაგინე, –
                        გამამშვებელიც ჭირისა.
                        მუელ, დავლანძღენ ჯალაფნი:
                        ეხლა დაძეღით ძილითა,
                        სანამდე იყო ცოცხალი,
                        არ გაუშოდით დილითა.”(ვაჟა 1956; 32)
მერცხალა რისხვას ჯალაფზე იყრის, მაგრამ არის მომენტი, როცა მოლექსე კარგ ხასიათზეა და ლექსიც შესაბამისი განწყობილებით იბადება, თუმცა ამ ლექსში მერცხალა მხოლოდ საკუთარ თავს დასცინის შეფარვით. მერცხალა ძაუგიდან დაბრუნებულა. ვაჟა წერს: “უხარიან მერცხალას, რომ ქვეყნიერობა ნახა, მოიარა... თუმც ერთის ცხენის საპალნე სიმინდი მოიტანა სახლში, მაგრამცარიელი გოდრებიაავსო, დედაც სიმშილის სიკვდილისაგან დაიხსნა, დაჯდა საკაცო კერაზე, ჩამოიღო ფანდური, ჩამოჰკრა ნელნელა და დაიღიღინა:
                        ფოთოლათ მერცხალაი ვარ,
                        ბიჭი ვარ ტარიელაო.
                        დედას არ მაჰკლავ სიმშილით,
                        ფოთოლათ განიერაო.
                        სუ ცხენის ნალით გავცვითე
                        ძაუგი, დარიელაო.
                        ყვითლის სიმინდით ავავსე
                        გოდრები ცარიელაო.”(ვაჟა 1956: 33)
მერცხალას გარდა ვაჟა ახსენებს ჯაბანსა და კაცობას. ჯაბანიც მერცხალას დარ მოლექსედ მიაჩნია. ვაჟა მიმზიდველი ენით მოგვითხრობს კაცობასა და ჯაბანის ჩამოსვლას თბილისში, ვაჭრობას, ქალაქის დათვალიერებას და ბოლოს იმ კაფიის შექმნას, რომელიც ჯაბანის მოსწრებული სიტყვის წყალობით სამუდამოდ ამახსოვრდება მკითხველს.
ვაჟა ყოველთვის შესაბამის გარემოში განიხილავს ზეპირსიტყვიერ ტექსტს და ეს ფაქტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მის კვლევაძიებას.
წერილშიძველი და ახალი ფშავლების პოეზიავაჟა საგანგებოდ ჩერდება კაფიობის ტრადიციაზე; იგი აღწერს, თუ როგორი სახისაა ხალხური ლექსის ოსტატთა პოეტური ტურნირი: “საცა ორი ფშაველია და ორი სტაქანი არაყი, იქ ლექსიც აუცილებელია. უნდა გაუმკლავდეს ერთი მეორეს წინათ გაგონილის და ნასწავლის შაირით, არა. მოპირდაპირენი კაფიად (ექსპრომტად) ეპასუხებიან ერთმანეთს”. ვაჟა ზედმიწევნით კარგად იცნობს კაფიობის ზეპირ ტრადიციას და მკითხველსაც ღრმად ახედებს ამ პოეტური შეჯიბრის თავისებურებებში: “მოლექსობის დროს ერთი მეორეს აუგს უძებნის: ქურდობას, მრუშობას, მშობელთა უყურადღებოდ დატოვებას და სხვა. მოლექსენი საკვირველს ენა და გონებამახვილობას იჩენენ ამ შეკამათების დროს, უცხო კაცს ეგონება, წინათვე მომზადებულან ამ სიტყვიერი ბრძოლისთვინაო, იმდენად დახელოვნებულნი არიან. ხშირად ლექსში ზრდილობის საზღვარსაც გადააბიჯებენ, მაგრამ ეს საწყინო არავისთვის არ არის: ამ დროს სიტყვა და აზრი თავისუფალი არიან” (ვაჟა 1956: 9798).
ვაჟას თვითონაც ჰქონია პოეტური პაექრობა ხალხური ლექსის ოსტატებთან. მოგონებათა ავტორები აღნიშნავენ, რომ ხალხური მოლექსენი ტოლს არ უდებდნენ ნიჭიერ მწერალს და ზეპირ პაექრობაში ზოგჯერ ამარცხებდნენ კიდეც. . შამანაური ვაჟას ნათქვამ სიტყვებს ასე გადმოგვცემს: “ქორწილში, ხატობაში თუ სხვა ლხინის დროს, შემომისხდებიან ფშავლები, მეტყვიან: “ვაჟავ, შენ თუ მართლა პოეტი ხარ, აბა, ჩვენ გველექსეოდა დამიწყებენ ლექსობას. მეც ძალაუნებურად უნდა ავყვე და ბევრჯელ ისინი მაჯობებენო. უაღრესად ნიჭიერი ხალხია ეს ჩვენი ფშავლები და ხევსურები” (ყუბანეიშვილი 1937: 274).
ზეპირსიტყვიერებას შემოუნახავს ვაჟას გაპაექრება მერცხალასთან და ფრუშკასთან. ჯერ მოვიყვანოთ პირველი შეჯიბრება, რომელიც ქართლში მომხდარა, ვაჟას დიდ თონეთში მასწავლებლობის დროს, დაახლოებით 1887 წელს. მერცხალა ამ დროს მოჯამაგირედ ყოფილა თეძმის ხეობის სოფელ იურში მდიდარ ვინმე ბეწინიკასთან. პირველად ვაჟას გაუგზავნია ლექსი:
იურს რა გინდა, მერცხალავ, რად დაიწუნე ფშავიო?
დედა შიმშილით გიკვდება, რად დაანებე თავიო?
ბაღბაღჩა გაგიოხრდება, ვინღა მიუგდოს წყალიო?
ჯავრობდა წითელკაბაი: აღარ დაგვავლო თვალიო,
წავიდა, გადაიხაფრა, მგონავ, იურში არიო.
თავისო ლაშარის ჯვარო, შენ დამიწერე ჯვარიო!
სახატოდ მაინც მამივა თავის ფეხთეთრით ხარიო!
შენ მანდა ჰკვდები, საწყალო, წაწალს სხვა გიფხანს
ზურგზედა!
დაძმობით შაეტყუება კაცი, გამდგარი სულზედა.
ხელ კი არ აგაღებინოს ნამუსზედა და რჯულზედა,
ნაფერებ წაწლებს მიჰხედე, მანდ ნუ გძინია ყურზედა!”
(მერცხალა 2004:7576)
   მერცხალა ღარიბი კაცი იყო, სიღარიბემ წამოიყვანა იგი ქართლის სოფელ იურში მოჯამაგირედ. ამ დროს მერცხალა ახალგაზრდა კაცია, უცოლო და, საფიქრებელია, რომ ცოტაოდენ სახსარს აგროვებდეს დაოჯახებისათვის. მერცხალა ფშავში უკვე განთქმულ მოლექსედ ითვლება, მას გაზეთივერიისმკითხველებიც იცნობენ ერთი წლის წინანდელი ვაჟას პუბლიკაციებით (1886 .). აი, სწორედ ამ დროს ღებულობს ვაჟას ლექსს და, მიუხედავად იმისა, რომ იგი სკაბრეზული ლექსების თქმით გამოირჩევა, ვაჟას მაინც თავშეკავებულად, ზრდილობიანად პასუხობს, რაც იმას მოწმობს, რომ მერცხალა დიდ პატივს სცემს ვაჟაფშაველას. აი, მერცხალას პასუხიც, რომელშიც მისი არასახარბიელო მდგომარეობაა ასახული:
ფშავით წამუედ ქართლშია, მოჯამაგირედ დავდგები,
შამიქეს ბეწინიკაი: “კაცია დიდად საქები!”
მივმეხე, მაგან შაჭამა ამ ზაფხულს ნაწველნადღვები,
ფაფიან ჯამებს მიუსხნა თავის გასაწყვეტ ბალღები,
მე კი წისქვილში გამგზავნა: “წყალია გადასაგდები!”
დავწვი მაგისი სიმდიდრე, სუ ჩამასტირის თავბედი.
ჩამოვხოშნოდი ხატღმერთნი, მაცილო, ნუღარ დამყვები.
დაუდეგ ბეწინიკასა, დამაწყეინა თავბედი.
თვეში რო თუმან მაძლიოს, მაგასთან აღარ დავდგები!
ჩემთან წამოდი, ვაჟაო, ისევ ფშავისაკ შავხდები,
მიუვალ, უნდა ვალხინო თვალცრემლიანებ წაწლები.
თუ აქით არ დავითხიე, კლდეზე სამ გადავვარდები.
ისევ ჩემ გომეწარს წავალ, მაღაწალს კიდევ შავდგები!
შენ რადღა სწუნობ ჩარგალსა, რა იქიაქათ აწყდები?!”
(მერცხალა 2004: 7677)
   ვაჟა მერცხალას საყვედურობდა: რატომ მიატოვე მშიერი დედა, რად გადმოიკარგე ამსიშორეზეო! არც მერცხალამ დააკლო და დანაბარები კაფიისათვის დამახასიათებელი მწვავე ტონით უთხრა: “შენ რადღა სწუნობ ჩარგალსა, რა იქიაქათ აწყდები?!”
   მერცხალამ, ვითარცა ნამდვილმა სახალხო მოლექსემ, ზეპირად გამოთქვა აღნიშნული ლექსი, მაგრამ რადგანაც წერაკითხვა არ იცოდა, იქვე მყოფ იასე გოგოლაურს უკარნახა და მისი ხელით გაუგზავნა ვაჟას.
   ვაჟას პოეტური პაექრობა ჰქონდა აგრეთვე ფრუშკასთან, მაგრამ ეს შეჯიბრი მიწერმოწერის გარეშე, ზეპირი იმპროვიზაციის ფორმით მომხდარა სუფრასთან. ფრუშკა ივრის ხეობის სოფელ სოფლიონიდან იყო. სოფლიონი ჩარგლის მთის გადაღმა მდებარეობდა და ფრუშკა ხშირად გადადიოდა თურმე ჩარგალში. კაფია მოკლეა და სხარტი, კარგად წარმოაჩენს ფრუშკას მახვილგონიერებას.
ვაჟა:          ჩემთან მოდი, სოფლივნელო,
                    ვაჟამ გითხრას არაკები.
ფრუშკა:   ჩარგალს მიტომ გადმოვედი,
                    არტანს მოვსპე არაყები,
                   მე უბრალო მოლექსე ვარ,
                   პოეტებთან რას გავხდები! (ჩიქოვანი 1961: 3)
   ფრუშკაც თავმდაბლობას იჩენს ვაჟას მიმართ, მაგრამ, როგორც ვხედავთ, სიტყვას მაინც უჭრის დიდ პოეტს.
   მაშასადამე, ორი ცნობილი მოლექსე გონებამახვილური და ტაქტიანი პასუხებით ჯაბნის საქვეყნოდ აღიარებულ პოეტს, მაგრამ ეს ფაქტი კი არ ამცირებს ვაჟას, როგორც მგოსნის, ავტორიტეტს, არამედ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ლიტერატურული ნაწარმოების თხზვის პროცესი არსებითად განსხვავდება ხალხური ზეპირი იმპროვიზაციისაგან, სადაც, როგორც წყალში თევზი, თავისუფლად გრძნობენ თავს ხალხური მოლექსენი. ინდივიდუალური პოეტის შემოქმედებითი მუშაობის ატმოსფერო ჩაკეტილია და განტვირთულია სანახაობრივი ელემენტებისაგან, რაც კაფიობის ცოცხალ პროცესს ახასიათებს. “მე ეგრე ლექსს ვერ ვიტყვი, – აღნიშნავს ვაჟა . შამანაურთან საუბარში, – მე უნდა დავჯდე ჩემთვის მარტოდ, მყუდროდ მაგიდასთან. სრული სიწყნარე და სიჩუმე უნდა სუფევდეს და გაფრენილ ბუზის მყუდროება არაფრით არ უნდა ირღვეოდეს” (ყუბანეიშვილი 1937: 274).
   ვაჟასდროინდელ ხალხურ მოლექსეთა დიდმა ნაწილმა წერაკითხვაც კი არ იცის, მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლის გამარჯვებაში, თანაცმესამე ლექსისმთქმელებს განსაკუთრებულად აქვთ გამახვილებული იუმორის გრძნობა და სხვაგვარი, ანუ არაიუმორისტული ლექსების თხზვას არ მისდევენ (მცირეოდენი გამონაკლისის გარდა) ან საერთოდ არ ეხერხებათ. ამ მხრივ საინტერესო მაგალითს იძლევა მეოცე საუკუნის სატირიკოსის, დაუმარცხებელი ფშაველი მოკაფიავის ვახტანგ თვარელაშვილის შემოქმედება, სადაც სატირის გარდა სხვა მოტივები ვერ მოიძებნება.
   გაივლის ცოტა ხანი და ვაჟასთან დროებითი გამარჯვების შემდეგ ფრუშკა ისე გათამამდება,რომ ასეთ კაფიას იტყვის:
არა მაქვს საწერკალამი,
არ ვაღლეინებ მაჯასა,
მაგრამ არ დაუვარდები
რაზიკაშვილსა ვაჟასა.” (ჩიქოვანი 1961: 3)
ვაჟას ოჯახის ახლობელი და პოეტის ნიჭის თაყვანისმცემელი, თავადაც განთქმული ხალხური მოლექსე, ყრუვ გიორგი ძალიან იწყენს ფრუშკას გაყოყოჩებას, მწარე პასუხს გაუგზავნის ფრუშკას, ვაჟასთან მის სიმცირეს შეახსენებს და მწარედ დაამუნათებს:
ტყუილად მაჰკვეხ, ფრუშკაო, იხრინწიანებ ხმასაო.
იჩემებ მოლექსეობას, ლამაზად სიტყვის თქმასაო.
მოლექსე უნდა ისეთი, ვაჟა რო ჰყვანდა მთასაო,
ჩარგალში სიტყვას იტყოდა, ქალაქს აწვდენდა ხმასაო.
მოდი, დაჩუმდი, ფრუშკაო, მოდი, ნუ იგდებ თავსაო.”
(ხორნაული 1993: 25)
ყრუვ გიორგი მწვავედ ამათრახებს ფრუშკას და ვაჟას პოეზიის მნიშვნელობასაც ღირსეულად წარმოაჩენს: “ჩარგალში სიტყვას იტყოდა, ქალაქს აწვდენდა ხმასაო”.
ვაჟაფშაველასთან მიმართებით შესამჩნევია ერთი უსიამოვნო ტენდენცია: მოგონებათა ავტორები ზოგჯერ შეცდომებს უშვებენ და ვაჟას მიაკუთვნებენ მერცხალას, ჯაბანის, ფრუშკას, ყრუვ გიორგის თუ სხვათა ნათქვამ კაფიებს. ასეთი შეცდომები მრავლადაა ვაჟას საიუბილეო წლებში გამოცემულ ჟურნალგაზეთებსა თუ კრებულებში და ისინი უცვლელად, ყოველგვარი შემოწმებისა და კრიტიკული განსჯის გარეშე გადადიან მომდევნო გამოცემებში. ერთი ასეთი ახალი გამოცემაა კრებულივაჟას ღიმილი”, რომელიც შეუდგენია გიორგი გაბუნიას (ვაჟას ღიმილი 2008). ყურადღებას გავამახვილებ აღნიშნულ კრებულში დაბეჭდილ რამდენიმე უხეშ შეცდომაზე:
ვაჟას ერთერთ ნათქვამად წინამდებარე კრებულში მოტანილია ექსპრომტი: “არ დამპატიჟეთ, ფშავლებო, ფშავხევსურეთის პოეტი”...(ვაჟას ღიმილი 2008: 50). მაგრამ უნდა დავძინოთ, რომ ხსენებული ექსპრომტი მოკლე ვარიანტია ყრუვ გიორგის კაფიისაფშავხევსურეთის პუეტი ქორწილში ორჯერ მუედი”. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ფოლკლორულ კრებულებში (ყრუვ გიორგი 1973: 102; ხორნაული 1993: 29 და 8687; გოგოლაური 2005: 146) დაბეჭდილი მასალა საგულისხმო კომენტარებით. მაგალითად, გიგი ხორნაულის წიგნში ვკითხულობთ შემდეგ მონათხრობს: “აკაკი შანიძე ყოფილა ფშავში, სოფ. თვალივში. უთხოვია ფშავლებისთვის: ყრუვ გიორგის შემახვეწეთ, ჩამოიაროსო. ყრუვ გიორგი ამ დროს სოფელ ზენამხარში ყოფილა ქორწილში. იქ მიუგნიათ და გადაუციათ აკაკის დანაბარები. ის მაშინვე ამდგარა და წამოსულა, ჩაუწერინებია ბევრი რამ. გასამრჯელოც მიუღია.
 წასვლისას აკაკის უკითხავს:
ეხლა სად წახვალო?
ქორწილშივე წავალ, აბა, სად უნდა წავიდეო.
იქ რო მიხვალ, რას იტყვი, სად ვიყავიო?
რას ვიტყვი და ამას ვიტყვიო, – მოუყოლებია ეს კაფია” (ხორნაული 1993: 8687).
 ხალხურ სიტყვიერებაში გახმაურებული ლუკასა და ქავთარის კაფიის ერთერთ მონაწილედვაჟას ღიმილშილუკა რაზიკაშვილია დასახელებული (ვაჟას ღიმილი 2008: 5152). კრებულის შემდგენელს რომ ენახა თედო რაზიკაშვილის ფოლკლორული ჩანაწერები, დარწმუნდებოდა, რომ ხსენებული კაფიის ერთერთი ავტორია ლუკა პეტრიაშვილი და არა ლუკა რაზიკაშვილი. ამის შესახებ თედო წერს: “ლუკა პეტრიაშვილი და ქავთარი მეზობლებია” (ხალხური სიტყვიერება 1953: 190).
   ვაჟას ქალიშვილი თამარი ყვება, თითქოს მამამ გამოუთქვა ლექსიენაცვლოს თავის პატრონი თავის თვალყვითელ ციცასა”... (ვაჟას ღიმილი 2008: 5859). ამ აზრის გასაბათილებლად ისევ თედო რაზიკაშვილის ჩანაწერს დავიმოწმებთ, რომლის მიხედვითაც ლექსი ვაჟას თანამედროვე ჯაბანს ეკუთვნის და ასეთი კომენტარი ახლავს: “საწყალ ჯაბანს არაფერი ებადა სახსნილო და კატის მოტანილი ხაჭოთი იგემრიელებდა პირსა” (ხალხური სიტყვიერება 1953: 242).
  ვაჟას ლექსად აგრეთვე წარმოდგენილიამამამ ცხენ წამაყვანინა” (ვაჟას ღიმილი 2008: 100). ამ ლექსის ვრცელი ვარიანტი თედო რაზიკაშვილსაც ჩაუწერია, მაგრამ ავტორი არ დაუსახელებია. ვაჟასი რომ ყოფილიყო, აუცილებლად აღნიშნავდა. ქართველ მწერლებსა და ზეპირსიტყვიერების მკვლევართ (დავით მჭედლური, მამუკა წიკლაური, ირაკლი გოგოლაური) ეს ლექსი მერცხალას ნათქვამად მიაჩნიათ. ბოლოხანს გამოცემულ მერცხალას კაფიების წიგნში ხსენებულ ლექსში მოხსენიებულ პირთა ვინაობაცაა განმარტებული (მერცხალა 2004: 52).
ვაჟას შესახებ გამოქვეყნებულ მოგონებებში დამახინჯებულია ხალხურ მოლექსეთა გვარსახელები და ფსევდონიმები. მაგალითად, მოლექსე წიწოთ კარატიელის ნაცვლად ნახსენებიამოლექსე წიწოტი”, რაც იმას მოწმობს, რომ მთხრობელს ყურმოკვრით გაუგონია მისი სახელი და არა აქვს წარმოდგენა ამ მოლექსის ვინაობის შესახებ.
თუ საგულდაგულოდ შევისწავლით დღემდე გამოცემული ხალხური პოეზიის კრებულებს, საარქივო მასალას და ვაჟას ფოლკლორულეთნოგრაფიული ხასიათის წერილებს, ადვილი შესაძლებელი იქნება აღნიშნული შეცდომების გასწორება და უტყუარი ინფორმაციის მიწოდება მკითხველისათვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.            გოგოლაური 2005: გოგოლაური თებრო, საუბრები ფშაურ კილოზე. თბილისი: გამომცემლობაქართული ენა”, 2005
2.            ვაჟა 1936:            ვაჟაფშაველა, თხზულებანი, . V. თბილისი: სახელმწიფო გამომცემლობა, 1936
3.            ვაჟა 1956: ვაჟაფშაველა, თხზულებანი, . VII. თბილისი: სახელმწიფო გამომცემლობა, 1956
4.            ვაჟას ღიმილი 2008: ვაჟას ღიმილი, კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა გიორგი გაბუნიამ. თბილისი: გამომცემლობათანი”, 2008
5.            მერცხალა 2004: ფოთოლათ მერცხალაი ვარ, ლექსები. კრებული შეადგინა, წინასიტყვაობა, შენიშვნები და ვარიანტები დაურთო ირაკლი გოგოლაურმა. თბილისი: გამომცემლობალეგა”, 2004
6.            ყრუვ გიორგი 1973: ყრუვ გიორგი, კაფიები. კრებული შეადგინა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ლევან ბოძაშვილმა. თბილისი: გამომცემლობასაბჭოთა საქართველო”,1973
7.            ყუბანეიშვილი 1937: ყუბანეიშვილი სოლომონ, ვაჟაფშაველა. თბილისი: 1937
8.            ჩიქოვანი 1961: ჩიქოვანი მიხეილ, “მოლექსე ასეთი უნდა”, კომუნისტი, 27 ივლისი, 1961: 3
9.            ხალხური სიტყვიერება 1953: ხალხური სიტყვიერება, III, თედო რაზიკაშვილის მიერ ჩაწერილი ლექსები, მიხეილ ჩიქოვანის რედაქციით. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1953
10.          ხორნაული 1993: ხორნაული გიგი, ფშაური კაფია. თბილისი: გამომცემლობაშემოქმედი”,1993

No comments:

Post a Comment