Tuesday, June 19, 2012

აბრაკადაბრა შელოცვებში


აბრაკადაბრა შელოცვებში

აბრაკადაბრა (ლათ. აბრაცადაბრა) – უაზრო სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი, რომელსაც მაგიური დანიშნულება აქვს. მორწმუნე ადამიანები აბრაკადაბრას აწერდნენ ამულეტზე და ყელზე იკიდებდნენ ავადმყოფობის, ავი თვალის ან რაიმე უბედურების თავიდან ასაცილებლად. აბრაკადაბრა უხვადაა შელოცვის ტექსტებში, გათვლებში, რეფრენების სახით გვხვდება ხალხურ ბალადებსა და სხვადასხვა სახის ლექსსიმღერებში.
აბრაკადაბრას გარეშე შელოცვის ტექსტი წარმოუდგენელია, ხოლო ის ტექსტები, რომლებიც გამჭვრივალე შინაარსის მქონეა და სადაც ყველა სიტყვა გარკვეულია, ძლიერ ანუგამჭრელშელოცვებად არ ჩაითვლება. შელოცვას აუცილებლად უნდა ახლდეს ბუნდოვანება და იდუმალება.
ქართულ ფოლკლორისტიკაში აბრაკადაბრა ნაკლებადაა შესწავლილი. მკვლევარი ჯონდო ბარდაველიძე წერს: “შელოცვებშიკოლორიტულად გამოიყურება სიტყვები და ფრაზები, ზოგჯერ კი უშუალო ბგერათა კომპლექსები, რომლებიც გარკვეულ რიტმულ წყობას ქმნიან:

ჰერე,ბერე, სერესერე
ავთელო, კავთელო,
ქრისტევ, შენ ხარ წამალ ცოფისა!        გველო, ესტატო, მესტატო,
მისტი ოსტი საქორგულო,
გაჩერდი და ხმას არ გაგცემ.

ასეთი ალოგიკური სიტყვები და ფრაზები გამოიყენებოდა შელოცვის მაგიური ზემოქმედების მოსახდენად. ზოგ შემთხვევაში ისინი ჩვეულებრივი ბგერათა კომპლექსებია, მაგრამ ისიც საფიქრებელია, რომ ისინი წარმოადგენდნენ დიდი ხნის წინათ დავიწყებულ ქართულ თუ ქართველთა წინაპარ ტომთა წარმართულ კერპთა სახელებს. ასეთი ალოგიკური სიტყვაფრაზები დამახასიათებელია ხალხური ლექსსიმღერებისთვისაც, სადაც ისინი რეფრენებად მისამღერად იქცნენ და ზოგიერთი მათგანის ანალიზმა მკვლევარები სწორედ ამ დასკვნამდე მიიყვანა” (ბარდაველიძე: 3537).
ჯონდო ბარდაველიძეს მიაჩნია, რომ შელოცვის ტექსტთა ფორმულები თავიდან გასაგები იყო: “პროფესიონალი შემლოცველები ... ცდილობდნენ დაეცვათ წინანდელი სიტყვიერი ფორმულები, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ფორმულები, ენის ცვალებადობის გამო, გაუგებარნი ხდებოდნენ როგორც თვით  შემსრულებლებისთვის, ასევე, ცხადია, მთელი ხალხისათვის” (ბარდაველიძე: 22).
წარმოშობის მიხედვით აბრაკადაბრებს ორ ჯგუფად ყოფს ილია გაგულაშვილი. იგი წერს: “თავად აბრაკადაბრები განვითარების სხვადასხვა გზების შედეგს წარმოადგენს. პირველ რიგს უნდა მივაკუთვნოთ ის ტექსტები, რომლებიც ადრევე, უძველეს ხანაშივე ატარებდნენ აბრაკადაბრების სახეს, ხოლო მეორე რიგში შევა ის ტექსტები, რომლებიც თავდაპირველად საკმაოდ გასაგებ სიტყვათა კომპლექსს მოიცავდნენ (ამ ჯგუფში შევა უცხო ენიდან შემოსული სიტყვების, გამოთქმების, ტექსტების ერთი ნაწილი), მაგრამ დროთა განმავლობაში სხვადასხვა მიზეზის გამო ზეპირ მიმოქცევაში დაკარგეს მნიშვნელობა, ტრანსფორმაციის პროცესი განიცადეს და დღეს გაუგებარ სიტყვათა ფრაზების რიგში დგანან” (გაგულაშვილი: 140141).
აღნიშნულ თვალსაზრისს არ იზიარებს ზურაბ კიკნაძე. იგი უარყოფს აბრაკადაბრების ტრანსფორმაციას და აღნიშნავს: “ბუნდოვანება შელოცვის კონსტიტუციური ელემენტია. წარმოშობისთანავე ის ასეთი იყო. არ არის მართებული, თითქოს შელოცვების თავის დროზე გასაგები ტექსტი დროთა ვითარებაში გაბუნდოვანდა. რით შეიძლება აიხსნას შელოცვათა ბუნებითი ბუნდოვანება? მას შეიძლება მოეძებნოს ახსნა მაგიაში. რამდენადაც მაგიის ობიექტი ირაციონალური, არაადამიანური ძალებია (რომლებიც ადამიანს ვერ ცნობენ და ადამიანც ვერ ცნობს მათ), მათთან სასაუბრო ენაც ირაციონალური, გაუგებარი უნდა იყოს. რაც უფრო ბუნდოვანი და, ადამიანის თვალსაზრისით, გაუგებარია სიტყვა თუ ტექსტი, იმდენად ქმედითია იგი. ყველაზე ძლიერი შელოცვები აბრაკადაბრული შინაარსის ტექსტებია. მათი აღმნიშვნელი საგანგებო ტერმინებიც კი არსებობს: ბერძნულად ბარბარა ონომატაბარბაროსული (გაუგებარი) სახელები” (კიკნაძე: 219).
ქართველთა წარმართობის შესახებ მდიდარი წერილობითი ძეგლები არ შემონახულა. ამიტომ ძნელია დავადგინოთ, გაუგებარ სიტყვაში რომელი წარმართული კერპი იგულისხმება, ხოლო რაც შეეხება უცხო ენებიდან შემოსულ სიტყვებს, ისინი ცალცალკე რაღაც მნიშვნელობას ინარჩუნებენ ახლაც, მაგრამ მათი ერთად თავმოყრა მთლად უაზრობას ქმნის. ისინი ლოგიკური კავშირით არ არიან გადაბმულნი ერთმანეთზე და ამიტომ ქმნიან ბუნდოვანებას, რაც მაგიურ ზემოქმედებას ახდენს როგორც შელოცვის ობიექტზე, ასევე სხვა მსმენელზეც.
შელოცვების საიდუმლო ხასიათი გრიგოლ რობაქიძესაც შეუნიშნავს. “გველის პერანგშიგვხვდება ასეთი პასაჟი: ჰამადანში არის ქვის ლომის გამოსახულება, სადაც განსაკუთრებულად ხშირად მიდიან ავადმყოფნი. “დიდი შუადღის ჟამს, როცა საგნები თავის ლანდებს ჰკარგავენ, ქვის ლომთან მიდის სნეული: უნაყოფო თუ ათაშანგით დადაღული. უნაყოფო იღებს ფალოსს გახურებულ ქვასთან და თხოვს წითურ ლომს თესლებს. ათაშანგიანი შეახებს ფალოსს მზით გახურებულ ქვას და ელის პირგამეხილ ნადირისგან კურნებას. ცხელ ქვიშაზე თითქოს პეშვებით ესხმიან შელოცვანი: კაცმა არ იცის, რა ენაზე” (რობაქიძე: 78).
მაშასადამე, შელოცვის ენა საიდუმლო უნდა იყოს. იდუმალებას კი აბრაკადაბრა ინახავს.
შელოცვის ტექსტში აბრაკადაბრას ერთი მყარი ადგილი არა აქვს მიჩენილი. იგი მოძრაობს გარემოების შესაბამისად. ილია გაგულაშვილის დაკვირვებით აბრაკადაბრები გვხვდება: ) შელოცვის დასაწყისში; ) შელოცვის შიგნით; ) შელოცვის დასასრულს; ) შელოცვა მხოლოდ გაუგებარ სიტყვათა კომბინაციაზეა აგებული. ოთხივე სახის მაგალითები მკვლევარს მოცემული აქვს საკუთარ მონოგრაფიაში, მაგრამ არაა გამოკვლეული, თუ რა ფუნქცია აქვს დასაწყისში, ტექსტის შუაგულში ან დასასრულს გამოყენებულ ბუნდოვან სიტყვებს. აგრეთვე, არაა გარკვეული, თუ რატომ არის მთლიანი ტექსტი მხოლოდ აბრაკადაბრა (ამას თავისებური ახსნა მოეძებნება და შევეცდებით დასასრულს შემოგთავაზოთ).
მივყვეთ შელოცვის ტექსტებს და დავაკვირდეთ, რატომ იწყება ზოგიერთი ნიმუში პირდაპირ გაუგებარი სიტყვებით.
თვალის შელოცვა”.
)            ანეისა, მანეისა,
შინ და გარეთ ღამეისა,
უნცროსისა და უმფროსისა,
გლეხისა და აზნაურისა” (მოსულიშვილი: 118119).
)            ალისასა, მალისასა,
შაგილოცავ თვალისასა.
პირველ ავი თვალისასა,
კოჭმაღლისას, კოჭდაბლისას” (ქხპ 1992:166).
დამოწმებულ ნიმუშებში აბრაკადაბრა გვხვდება ოთხი ძირითადი ფუნქციით:
1.            იგი განსაზღვრავს შელოცვის მეტრსა და რიტმს. ორსავე შემთხვევაში გვაქვს რვამარცვლიანი მაღალი შაირი (4+4); 2. დამოწმებულ ნიმუშებში აბრაკადაბრა შეიცავს შინაგან და გარეგან რითმებს (ანეისა, მანეისაღამეისა; ალისასა, მალისასათვალისასა); 3. ორივე ტექსტი ალიტერაციულია; 4. აბრაკადაბრას მისარითმი ბოლო სიტყვა ანუ გარეგანი რითმა (თვალისასა) აღნიშნავს შელოცვის სახეს (ამ შემთხვევაში გათვალულის შელოცვას). ოთხივე კომპონენტის ერთად თავმოყრა განსაკუთრებულ მუსიკალურ ჟღერადობას ანიჭებს ტექსტს და შესაბამისად მისი ემოციური ზემოქმედების ძალაც იზრდება.
მუნის შელოცვაიწყება აბრაკადაბრით:
მუნო, იელო, ღვიელო,
უსახლკარო და მშიერო” (მოსულიშვილი: 35).
აქაც გვაქვს შიდა და გარეგანი რითმები (იელო, ღვიელომშიერო).
შელოცვის სახელწოდება აქ სარითმო სიტყვას აღარ წარმოადგენს და სულ თავშია მოქცეული ავადმყოფობისადმი მიმართვის ფორმით (“მუნო”).
მოვიტანოთ ამ შელოცვის ვარიანტი:
მუნო, იელო, იელო,
სახელით ქასქანჯიელო” (მოსულიშვილი: 36).
აქ არის ტავტოლოგიაც: “იელო, იელოდა გარეგანი რითმაც – “ქასქანჯიელო”, გვხვდება”, “დაბგერების ალიტერაცია.
შიდარითმები და ალიტერაცია გვხვდებამუცლის ტკივილისშელოცვის დასაწყისში:
ანანია, მანანია, ჩემი ხელი წამალია”.
(მოსულიშვილი: 57).
სიტყვების თამაშზეა აგებულიმუცლის ტკივილისშელოცვის მეორე ვარიანტიც:
იავო, თიავო,
რას იელავ ცასავებ” (მოსულიშვილი: 58).
სიტყვების თამაშით, შიდა რითმებითა და განმეორებებით გამოირჩევა ცოფის შელოცვის დასაწყისი სტრიქონები:
ჰერე, ბერე, სერესერე
ავთელო, კავთელო” (მოსულიშვილი: 71).
აბრაკადაბრა ხშირიაგველისადაუჟმურისშელოცვებში, ერთი სიტყვით, ისეთი სახის ტექსტებში, რომლებიც განსაკუთრებულ მაგიურ რიტუალებთანაა დაკავშირებული. სიტყვების თამაშზეა აგებულიგველის შელოცვისშემდეგი ტექსტები:
)            გველო, ესტატო, მესტატო,
მისტი ოსტი საქორგულო,
გაჩერდი და ხმას არ გაგცემ” (მოსულიშვილი: 201).
)            პიტი, პიტი პისტანამა,
ასტანაგა და აჩანაგა,
გველო, მოგვირაკრაკდი” (მოსულიშვილი: 203).
)   ჭიი, ჭიი, ჭიჭმანაქი,
ისპანახი და ჩანახი.
მოთრილო ჯოხო,
მოშეშდი,
მოგველო,
მოულაღლაღდი” (მოსულიშვილი: 201).
და ვარიანტებში პირველი ორი სტრიქონი მთლიანად აბრაკადაბრაა, მესამე კი გამჭვირვალეა და გველისადმი ბრძანებას ან დაყვავებას (“მოგვირაკრაკდი”) წარმოადგენს.
მესამე ვარიანტიც სიტყვის თამაშზე და ალიტერაციაზეა აგებული. ამ ვარიანტის პირველი და მესამე სტრიქონი გველის სახელის ტაბუირებაზე მიგვანიშნებს (ჭია და მოთრილი ჯოხი), ბოლო სტრიქონები კი კვლავ გამჭვირვალე ხდება.
ნებისმიერი შელოცვა რიტუალის გარეშე წარმოუდგენელია. მესამე ლექსს თუ კარგად დავუკვირდებით, მასში უძველესი ხალხური რწმენაწარმოდგენებისა და საიდუმლო რიტუალების კვალს დავინახავთ, კერძოდ, აქ ერთმანეთშია გადაწნული ჯადოსნობა, მაგია და ტაბუ.
გარდა იმისა, რომ აბრაკადაბრა სიტყვის თამაშია და ლექსის მუსიკალურ ორგანიზებას ახდენს, მას უკუფენაც აქვს და მასში შეგვიძლია უძველესი მითოლოგიური პლასტები ვეძიოთ. აბრაკადაბრა საყურადღებოა ხალხური მედიცინის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისითაც. გაურკვეველ სიტყვათა წყებაში ზოგჯერ მოცემულია ავადმყოფობის ძველი სახელწოდებანი და ამა თუ იმ სისნეულის ნიშანთვისებები.
აბრაკადაბრა შეიძლება წარმოადგენდეს ადამიანის სხეულის რომელიმე ნაწილის დახასიათებას. მაგალითად მოვიტანოთ შელოცვაკუსი ანუ წულისანი (ქალს რომ ძუძუ ატკივდება)”:
ორკო, ორკო, ორკოღმართო,
თავდაღმართო, ჭეჭერახო,
რას გადმომდგარხარ მაღალსა გორასა ...”
(მოსულიშვილი: 102).
აქ მოცემულია სიტყვათა თამაში და მათი ნაწილობრივ ბუნდოვანი შინაარსი თითქოს ქალის მკერდის ოკრობოკრო მოყვანილობაზე, ძუძუების ფორმაზე მიგვითითებს. “ორკოღმართი”, რომელიცთავდაღმართსერითმება, შესაძლებელია უკუღმართი ძალის აღმნიშვნელიც იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ დაკვირვებისა და ვარაუდის ფარგლებში რჩება.
ტექსტის შუაგულსა და ბოლოში მოქცეული აბრაკადაბრას ფუნქციაა გაუგებარ სიტყვათა მანიპულაციებით ბუნდოვანება შეიტანოს ტექსტში. “მუცლის ტკივილისშელოცვის ერთი ვარიანტი ანდერძისმაგვარი სიტყვებით იწყება:
მე ესე სამარნო წიგნი მოგეცი.
მე მიყყალიტ, შენსახელითა.
ასე რომ, არც ჩემგან,
არც ჩემი ნათესავისაგან,
არც ჩემი გვარისაგან
არა რა გიჭირდეს რა”.
გაურკვეველიასამარნო წიგნიდამიყყალიტ”. მოცემულ შემთხვევაში სამარნო თითქოს სამკურნალოს მნიშვნელობით უნდა იყოს გაგებული, როგორც ავგაროზი, როგორც  სენისაგან დასაფარავი. ამიტომაც უნდა იყოს გასაიდუმლოებული ამ წიგნის მჩუქებლის სახელიმიყყალიტ”, ვისაც მუცლის ტკივილზე ბატონობა შეძლებია და ავადმყოფს პირობას აძლევსჩემი გვარისაგან არაფერი გევნებაო. იგი თითქოს ამხელს და არც ამხელს თავის სახელს. ამის შემდეგ მოდის აბრაკადაბრა ანუ ბუნდოვან სიტყვათა კომბინაცია:
ჩვენი სახელი ესე არს:
ათირმანი, მათირმანი, შათირმანი.
ათირ, მათირ, შათირ.
მათირმა მიყყალიტ აწრუმულია
(მოსულიშვილი: 58).
ჩქარ რიტმში წარმოთქმული ისედაც გაუგებარი ტექსტი თავბრუდამხვევ ზემოქმედებას ახდენს მსმენელზე. შემდეგ მოდის ავადმყოფის დალოცვა:
წითელო ხატო, უშველე
წითელი მუცლის ტკივილისაგან
მონასა ამას შენსა (სახელი), ამინ!”
ხშირია შემთხვევა, როცა შელოცვა ქრისტიანული სამების ხსენებით იწყება, შემდეგ ამას მოსდევს გაუგებარ სიტყვათა წყება, ბოლოს კი ისევ ქრისტეს მიმართ ვედრებაა აღვლენილი. ტექსტის სათაურიაავი სულების მოსაშორებელი”.
სახელითა ხვთისათა, მამისა და ძისა და სულისა
წმინდისათა!
ედენიენთა ღაიღე შამათე, ედენია იავი ეგრამათე,
ეგრესემ იოსი ერივანე და იონა იოსავე.
ამათითა სახელითა შეიკრა პირი დევთა,
ქაჯთა და გველთა და ყოველთა საჩინოთა და
უჩინოთა მავნებელთა.
იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისაო
ცხოველისაო,
იხსენი ყოველივე ჭირისაგან და ყოველსა
საეშმაკოსაგან

და ყოველის ცრუსა მავნისა და საცთურისაგან
მონა ესე ღვთისა!” (შიოშვილი: 199200).
ზემოხსენებული შელოცვის ტექსტის სტრუქტურულ წყობას განიხილავს ზურაბ კიკნაძე და წერს: “კონტრასტი აშკარაა: ტექსტი ორი განსხვავებული წარმოშობის ნაწილისგან შედგება: ერთს ასაზრდოებს ქრისტიანული რწმენა, მეორე სიტყვის მაგიაზეა დაფუძნებული. სტრუქტურულად მაგიური წრე ქრისტიანულ ფორმულებს შორის არის მოქცეული” (კიკნაძე: 231).
წმიდა შიოს ცხოვრების XVIII საუკუნის ხელნაწერის ბოლო ფურცელზე მიწერილია გველის შელოცვა, რომელიც უნივერსალური ქრისტიანული ფორმულით იწყება: “სახელითა მღვთისათა, მამისა და ძისათა და წმიდისა სულისა ...” შემდეგ სამჯერ მეორდება ფრაზა: “გველი მოვკალ უფლისათვის!” და ბოლოს ტექსტი მთავრდება აბრაკადაბრით:
ქიშფაშნით მოვალ,
ქიშფარ მაცვია,
ქიშფარ მარტყია.
ვერა, ვერა, ვერა.
ილან ილა უსურ
სურუნ იათარ” (მოსულიშვილი: 1112).
ამ ლოცვის მთქმელს (შემლოცველს) თითქოს მაგიური ჯავშანი აცვია, რომელმაც ავსულისაგან უნდა დაიფაროს იგი (“შიგნით ხმალი, გარეთჯაჭვი!” – ნათქვამია სხვა შელოცვაში). აქ იგულისხმება ფიზიკური და სულიერი დაცვა. ფიზიკურიკბენისა და მოწამვლისაგან თავდაცვა, სულიერიეშმაკეულის ცთუნებისაგან გადარჩენა. ქშფ თანხმოვანთა კომპლექსი თითქოს ქშენას გამოხატავს და უმეტყველო არსებასთან (გველთან) შებრძოლების იმიტაციასაც ქმნის.
აბრაკადაბრას ბოლოს შერეულია თურქული სიტყვები: “ილანგველს ნიშნავს, “იათარ” – გაწოლილს. აბრაკადაბრის ამ ნაწილს შეიძლება ქართული შესატყვისიც მოვუძებნოთ: “მოთრილო ჯოხო, მოშეშდი!” ასახსნელი დარჩებაქიშფარ”. თუ კარგად დავაკვირდებით მოსულიშვილის კრებულში შეტანილ შელოცვებს, ამ ბუნდოვანი სიტყვით ტაბუდადებულ არქეტიპსაც მივაგნებთ; XVI საუკუნის ხელნაწერზე მიწერილ შელოცვაში (“უჟმურისა”) გვხვდება სტრიქონები, სადაცქიშფარსცვლის მამა, ძე და სულიწმიდა:
მამა მაცვია,
ძე მარტყია,
სულის წმინდა გარე მმოსია”.
(მოსულიშვილი: 13)
ზურაბ კიკნაძე იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შელოცვები ქრისტიანული სიმბოლოების დაშლისა და შუასაუკუნეებში წამოწყებული ახალი მითოლოგიური შემოქმედების ბუმის შედეგად შეიქმნა (. მანსიკა, . ვესელოვსკი). შელოცვებს ძირითადად საეკლესიო მწიგნობარნი ქმნიდნენ და მერე ვრცელდებოდა ხალხში. “შელოცვები ქრისტიანულ წრეშია შექმნილი და ქრისტიანული რწმენის ავტორიტეტით არის გამაგრებული, მაგრამ ეს ქრისტიანობა პაგანიზებულია. ხალხში პოტენციურად არსებობს წარმართული სტიქია და ის ყოველ ხელსაყრელ სიტუაციაში თავს იჩენს” (კიკნაძე: 235).
ჩვენ ვნახეთ აბრაკადაბრა ტექსტის დასაწყისში, შუაგულსა და დასასრულში. ზოგიერთი შელოცვა მთლიანად აბრაკადაბრას წარმოადგენს. ასეთია, მაგალითად, ტექსტი შემდეგი სათაურით: “ჯადო ვისაც აწუხებს”.
აწი: ვარი: თავით: სპადუ:
შტრედი: ვერთა: ვატლი:
აუბი: კატოლი: ცრიცი:
რჰოლი: ცრიც: ზაპური: სვა:
დაცვა: ჩამა: თისა: ქეზეპლუ:
პერუ: აქლოუნა: მაწი:
შოშკა: ცეხლი: ყზეპენი: პაკლანიკო:”
(მოსულიშვილი: 185).
ტექსტს პასპორტი არ ახლავს. არ ვიცით, სად არის ჩაწერილი და ვისგან. სქოლიოში მხოლოდ ესაა ნათქვამი: “ამ სიტყვების მნიშვნელობა მთქმელსაც არ სცოდნია”. უნდა ვივარაუდოთ, რომ ტექსტი გადმოწერილია რომელიღაც ძველი ხელნაწერიდან. ამ აზრს ადასტურებს ტექსტის პუნქტუაციური მხარეყოველი სიტყვის შემდეგ ორწერტილი. სიტყვათა ალოგიკურ კომბინაციაში რაიმე აზრის ძებნას ტყუილად დავიწყებთ. ესაა ჯადოს მოსახსნელი შელოცვა.
მთლიანად აბრაკადაბრააციებცხელების შელოცვისერთი ვარიანტი, რომელსაც ასეთი განმარტება ახლავს: “შენალოცი უნდა დაწეროს და მკლავზე შეიბას ავადმყოფმა”. შემდეგ მოდის შელოცვა გაურკვეველ ენაზე:
აბელ: ხალთა: დაბლა:
მუდეყ: ზირე: აიუდა:
შეს: ზალ: სლამუნიდ:
გირახტარ: შაში: ამიძენ:
ბაბლი: ვაზდანაკ: კარგა:
გუის: თმა: საბიჰი:
ბარტე: წუმგეთ: მასნეს” (მოსულიშვილი: 174).
ცალკე აღებული სიტყვა რომელიმე ენაზე შეიძლება რაღაცას ნიშნავდეს, მაგრამ მთლიანი ტექსტი უაზრობაა. იგი ზეპირი გზით არ გადაეცემოდა ხალხს და დაწერილი სახით არსებობდა. აქაც ყოველი სიტყვის შემდეგ ორწერტილია დასმული.
მაშასადამე, არსებობდა აზრობრივად ნათელი, გამჭვირვალე და ბუნდოვანი ტექსტები. გამჭვირვალე ტექსტებს შემლოცველი წარმოთქვამდა ბუტბუტით და მთქნარებით. შემლოცველს არ უნდოდა, რომ მისი ნათქვამი დაემახსოვრებინათ, რადგანაც შელოცვას ძალა ეკარგებოდა. მაშ, როგორღა ხდებოდა შელოცვის დამახსოვრება? – “მოპარვით”! კარგი მახსოვრობის მქონე ახალგაზრდები ახლოს მიუსხდებოდნენ შემლოცველს და თავს ისე აჩვენებდნენ, თითქოს არაფერი აინტერესებდათ, ზოგჯერ თავსაც იმძინარებდნენ. სინამდვილეში კი ზეპირად მოსმენილს ხარბად ითვისებდნენ და გონებაში იმეორებდნენ.
არსებობდა შელოცვის გადაცემის მეორე, უფრო ღია ფორმაყიდვა. მყიდველს შეეძლო გასამრჯელო ნატურითაც გადაეხადა. ნაყიდი შელოცვა ძალას ინარჩუნებდა და ავადმყოფსაც კურნავდა. სამწუხაროდ, ინფორმატორები არ განმარტავენ, თუ როგორი სახის ტექსტები იყიდებოდა. საფიქრებელია, რომ სწორედ გაუშიფრავ ტექსტებს ყიდდნენ, რადგან ასეთ ტექსტებს ღიად ატარებდნენ ავადმყოფები. გაუგებარი ტექსტი ავადმყოფს სახელოზე ჰქონდა დამაგრებული ან ყელზე ჩამოკიდებული და თითქმის ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ ტექსტის შინაარსს ვერავინ გებულობდა და სიტყვაც მაგიურ დანიშნულებას ინარჩუნებდა.
ქართველურ ენებში აბრაკადაბრას გამოყენება და დანიშნულება არასწორად გაუგია ილია გაგულაშვილს. იგი წერს: “სვანეთსა და სამეგრელოში დღესაც შევხვდებით მოხუცებულ მთქმელებს, რომლებმაც სრულებით არა, ან ძალზე ცუდად იციან ქართული ენა. ხოლო შელოცვები როგორც სვანეთში, ისე სამეგრელოში ძირითადად ქართულ ენაზე არის შენახული და, ცხადია, ასეთი ტექსტები ქართულის არმცოდნეთათვის ისინი გაუგებარ სიტყვებად განიხილებიან (გაგულაშვილი: 139)”.
ეს არის ზერელე და უპასუხისმგებლო განცხადება, რომელსაც საერთო არაფერი აქვს მეცნიერულ მსჯელობასთან. ჯერ ერთი: სამეგრელოსა და სვანეთში ნამდვილი ხალხური შელოცვები (რაც ზეპირი გზით ვრცელდებოდა) სწორედ ამ ენებზეა შემონახული. მეორეც. აბრაკადაბრა მეგრულ ტექსტში მეგრელისთვისაც გაუგებარია (ასევეა სვანურში). მოვიყვანოთ ორიოდე მეგრული ტექსტი პარალელური ძირქართული შესატყვისით:

1.            ალალას, მალალას,
აღალას, მაღალას.
დიდას ჩქ¸ჩქ დოღალას.
თე ჩქ¸ჩქ ჩქ¸ჩქრე?
                ალალას, მალალას,
აღალას, მაღალას.
დედას ჩვილი დამიზეზებია.
ეს ჩვილი რა ჩვილია?
(. არქ., . 248, გვ. 3)
2.            ადამარია, დადამარია,
და ჩქიმს ჯოხო მარია ...            ადამარია, დადამარია,
ჩემს დას ჰქვია მარია.
(. არქ., . 211, გვ. 6).


არა მხოლოდ ქართველურ, არამედ მსოფლიოს ყველა ენაში აბრაკადაბრას თავისი ფუნქცია აქვს და იგი უნივერსალურ მოვლენად ითვლება. სანიმუშოდ მოვიყვანოთგველნაკბენის შელოცვააფხაზური ფოლკლორიდან:
ხუტი, ხუტი, ვალყვათას,
აშეჰა აბზინი ზაიკუკვ.
შენი ხორციჩემი,
ჩემი ხორციშენი.
შენი ცემა ასიებს,
ჩემი ლოცვა შველის.
გველსა გველის სისხლი ბანს,
კაცსაკაცის სისხლი” (ზუხბა: 118).
შელოცვის დასაწყისი ორი სტრიქონი აფხაზისთვისაც გაუგებარია და არ ითარგმნება. კიდევ შეგვეძლო ნიმუშების მოტანა სხვა ენებიდან, მაგრამ, ვფიქრობთ, საკმარისია, რათა შემდეგი დასკვნა გამოვიტანოთ:
აბრაკადაბრა არის უნივერსალური მოვლენა. იგი შელოცვის ორგანული ნაწილია და სიტყვის მაგიაზეა დამყარებული. აბრაკადაბრა განსაზღვრავს შელოცვის რიტმულ და მეტრულ წყობას, მუსიკალობას ანიჭებს ტექსტს. მისი რიტმული ჟღერადობა და ბუნდოვანი შინაარსი ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს შელოცვის ობიექტზე.
აბრაკადაბრას შემოქმედებითად ათვისებამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა კლასიკური პოეზიის ფორმები და სახეები.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.            ბარდაველიძე: ჯონდო ბარდაველიძე, ქართული შელოცვების ლექსწყობა, კრებული: “ქართული ფოლკლორი”, . IX, “მეცნიერება”, თბ., 1979
2.            გაგულაშვილი: ილია გაგულაშვილი, ქართული მაგიური პოეზია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1986
3.            ზუხბა: სერგეი ზუხბა, აფხაზური ზეპირსიტყვიერება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 1988
4.            კიკნაძე: ზურაბ კიკნაძე, ქართული ფოლკლორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2008
5.            მოსულიშვილი: გველი მოვკალ უფლისათვის (ქართული შელოცვების კრებული), წიგნთა და ხელნაწერთაგან გამოკრიბა მიხო მოსულიშვილმა, გამომცემლობაილია”, თბ., 1992
6.            რობაქიძე: გრიგოლ რობაქიძე, გველის პერანგი, გამომცემლობამერანი”, თბ., 1988
7.            . არქ.: შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორული არქივი
8.            ქხპ 1992: ქართული ხალხური პოეზია, შეადგინეს ზურაბ კიკნაძემ და ტრისტან მახაურმა, თსუ გამომცემლობა, თბ., 1992
9.            შიოშვილი: ქართული ხალხური შელოცვები, კრებული შეადგინა და შენიშვნები დაურთო თინა შიოშვილმა, აჭარის ჟურნალისტთა გაზეთების გამომცემლობა, ბათუმი, 1994.

 Abrakadabra in Spells

Abrakadabra (in Latin Abrakadabra) is a word or a group of words which are incomprehensible. We meet an abrakadabra in Georgian spells: in the beginning of the spell, in the middle of the text or at the end of it. Some of the texts are completely abrakadabra. Abrakadabra has got universal character: it is connected with magic of the word. The spells which are unclear are more strong and have got better  results.

No comments:

Post a Comment