Tuesday, June 19, 2012

“თავფარავნელი ჭაბუკი” და გერმანული ბალადა “უფლისწული და მეფის ასული”


თავფარავნელი ჭაბუკიდა გერმანული ბალადაუფლისწული და მეფის ასული

ამ ორი ბალადის სიუჟეტური მსგავსება ადრეც ყოფილა შენიშნული. “თავფარავნელი ჭაბუკისერთერთი პირველი მკვლევარი ვახტანგ კოტეტიშვილი განიხილავს რა ბერძნულ თქმულებას ჰეროსა და ლეანდრეს შესახებ, წერს: “თუ მთლიანობის თვალსაზრისით ჩვენითავფარავნელი ჭაბუკიუახლოვდება ზემოთ მოყვანილ თქმულებას, გერმანული ხალხური სიმღერა Eდელკöნიგს – Kინდერ სულ ახლოს მოდის ჩვენს ლექსთან”. ვახტანგ კოტეტიშვილს მოაქვს სიმღერის გერმანული ტექსტი, შემდეგ პწკარედული ქართული თარგმანი და დასძენს: “შესაძლებელია, “თავფარავნელი ჭაბუკისთქმულება ჩვენშიც უფრო ვრცელი ამბის სახით არსებობდა, მხოლოდ თანდათანობით დაიხვეწა იმ მოკლე თქმულების სახით, როგორც ამჟამათ ხელთა გვაქვს” (კოტეტიშვილი:331332).
უფრო ქვემოთ . კოტეტიშვილი კვლავ უბრუნდება ამ საკითხს და აღნიშნავს: “ზემოხსენებული ბერძნული თქმულება ჰეროსა და ლეანდროსის შესახებ, რომისა თუ გერმანიის ფოლკლორსა თუ სალიტერატურო ძეგლებში შერჩენილი, დიდ ნათესაობას ააშკარავებს ჩვენს თქმულებასთან. არამც თუ ფაბულა, სიუჟეტური აღნაგობაც კი ემთხვევა ერთმანეთს” (კოტეტიშვილი:332).
ქართული და გერმანული ხალხური ბალადების სიუჟეტურ მსგავსებას აღნიშნავს გერმანული ბალადის ქართულად მთარგმნელი აკაკი გელოვანიც. იგი წერს: “უფლისწული და მეფის ასული (Köნიგსკინდერ)” _ პირველად ჩაწერეს XV საუკუნეში, თუმცა სამიოდე საუკუნით ადრეც იყო ცნობილი. მეტიც: ასე ტრაგიკულად დაღუპული ქალვაჟის ამბავი ანტიკური დროიდან მოდის. მსგავსი ამბავი ყველაზე მომხიბლავად აისახა ქართულ ხალხურ ბალადაშითავფარავნელი ჭაბუკი” (გერმანული ბალადები:316).
აღნიშნული ბალადების სიუჟეტურ მსგავსებაზე საუბრობენ სხვა ქართველი მკვლევარნიც (მაგ. მიხეილ ჩიქოვანი, გიორგი კალანდაძე), მაგრამ ქართველ ფოლკლორისტთაგან ამ ბალადების სტრუქტურული ანალიზი დღემდე არავის ჩაუტარებია.
ვლადიმერ პროპისზღაპრის მორფოლოგიისსაფუძველზე შესაძლებელი ხდება აღნიშნული ბალადების შესწავლა. ვლადიმერ პროპი ზღაპრის სტრუქტურას განიხილავს, როგორც კომპოზიციისა და სიუჟეტის ერთიანობას. კომპოზიცია წარმოადგენს ფორმას, ხოლო სიუჟეტიშინაარსს. ჯადოსნური ზღაპრის კომპოზიციას ქმნის პერსონაჟთა მოქმედების თანმიმდევრობა, ხოლო პერსონაჟის მოქმედებას ანუ ქცევას ვლადიმერ პროპი ფუნქციას არქმევს.
ქართული და გერმანული ხალხური ბალადების კომპოზიციური აღნაგობა (ანუ ფორმა) ერთნაირია: გმირი ყოველღამე გადის სახლიდან საკუთარი მიზნის მისაღწევად (სატრფოსთან შესახვედრად), იბრძვის დაბრკოლების გადალახვისათვის (მიარღვევს ზღვის ტალღებს) და ამ ბრძოლაში საბოლოოდ იღუპება. სწორედ ამით განსხვავდება მისი დასასრული ჯადოსნური ზღაპრის დასასრულისგან, სადაც ბოროტება ლიკვიდირებულია და მთავარი გმირი გამარჯვებულია.
ხსენებულ ხალხურ ბალადებში სამი პერსონაჟი გვხვდება: მთავარი გმირი, მავნე და მეფის ასული.
განვიხილოთ თითოეული მათგანის სახე.
მთავარი გმირი. გერმანულ ბალადაში იგი უფლისწულია:

მეფისწულს და მეფის ასულს
ერთი მძიმე დარდი ჰკლავდა:
სიყვარულით დაისრულებს
ყოფდა ღვარი მღვრიე წყალთა” (გერმანული ბალადები:29).
ქართული ბალადის მიხედვით გმირის სოციალური წარმომავლობა უცნობია. იგი მოხსენიებულია მხოლოდთავფარავნელ ჭაბუკად”. გვაქვს მისი შეცვლილი ვარიანტებიც: “ამფარავნელი”, “თავფარავნელი”, “ზემო ქართლელი”, რაც ისევ ჯავახეთის მცხოვრებს აღნიშნავს, რადგანაც საშუალო საუკუნეებშიზემო ქართლიჯავახეთს ერქვა. თავფარავანი კი სწორედ ზემო ქართლშია. გვხვდება აგრეთვეთამარაშნელი”, რაც ისევ ქართლს უკავშირდება. ზოგიერთ ვარიანტში ჭაბუკის ზოგადი სახელია ნახსენები:
ასპინძას ერთი ჭაბუკი წყალგაღმა ქალსა ჰყვარობდა”.
ორი ვარიანტის მიხედვით ხსენებული ბალადის გმირი დედისერთაა:
დედისერთაის გულზედა ორბები ისხდა, ხარობდა”.
ერთი ვარიანტი ქართლშია ჩაწერილი, მეორე კი ფშავში დავით ხიზანიშვილის მიერ (ხიზანიშვილი:144).
დედისერთაიმიტომაა ნახსენები, რომ განსაკუთრებით აღინიშნოს ბალადის გმირის ტრაგიკული ხვედრი. აქ ისიცაა საგულისხმო, რომ ჯადოსნური ზღაპრის მთავარი გმირი ფაქტობრივად დედისერთაა, რადგანაც უფროსი ძმები მას ღირსეულ ძმობას არ უწევენ და ღალატობენ.
თავფარავნელი ჭაბუკისმხოლოდ ერთადერთ ვარიანტში იხსენიება მთავარი გმირი ნეფედ:
ერთი სულძაღლი ბებერი აქრობდა, ნეფეს
ღვარობდა,
ჭაბუკი წყალში დაახრჩეს, ნაპირას
ყუნჭულაობდა” (ქხპ VI:352).
ეს ბოლო ვარიანტი ჩაწერილია ჯავახეთში 1936 წელს წერაკითხვის უცოდინარი ბასილ ზაქარიას ძე გოგოლაძისაგან. ჩამწერია . გოგოლაძე. მაშასადამე, მთქმელს წიგნში არ წაუკითხავს და ზეპირსიტყვიერი გზით შეუთვისებია აღნიშნული ხალხური ტექსტი. ამ ფაქტს კი დიდი მნიშვნელობა აქვს ბალადის შესწავლისათვის. ქართლის მთიანეთში მეფესნეფესუწოდებენ. აქედან გამომდინარე, ხსენებული ვარიანტის მიხედვით თავფარავნელი ჭაბუკი მეფური წარმომავლობისაა (პოტენციური მეფეა).
მავნე. გერმანული ბალადის მიხედვით ანტაგონისტი გულქვა მონაზონია:
ერთი გულქვა მონაზონი
ქაჯთან იყო შეფიცული.
დაუშრიტა კელაპტრები
და წყალს მისცა მეფისწული” (გერმანული ბალადები:30).
ქართული ბალადის ტექსტში კი ნათქვამია:
ერთი ავსული ბებერი
ვაჟისთვის ავსა ლამობდა” (კოტეტიშვილი: 29).
თავფარავნელი ჭაბუკის ხელისშემშლელი ბებერია, რომელიც რიგ ვარიანტებში შემდეგნაირადაა მოხსენიებული: “ერთი სულძაღლი ბებერი”, “ერთი სულმყრალი ბებერი”, “ერთი რჯულძაღლი ბებერი”, “ერთი კუდური ბებერი” (რაც თავისთავად კუდიანს ნიშნავს). “რჯულძაღლიუნდა გავიგოთ, როგორც ავი, უსამართლო, ბოროტი სული და არა სხვა რელიგიის აღმსარებელი. ზოგ ვარიანტშიასულელი ბებერი”, რაც კონტექსტიდან ამოვარდნილია და შესაბამისი უარყოფითი დატვირთვა აღარ გააჩნია.


მეფის ასული.
გერმანულ ბალადაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ვაჟის სატრფო მეფის ასულია, ქართულ ბალადაში კი ასეთი რამ არ გვხვდება. რიგი ვარიანტების მიხედვით იგი არისასპანას ქალი”, “ფაშკუნჯის ქალი” (რაც მის სახეს ზღაპრულ პერონაჟთან აახლოვებს), “გასპარას ქალიანერევნელი ქალი”. ეს ორი უკანასკნელი სახელი ბალადის დამახინჯებულ ვარიანტებშია. ზოგ ვარიანტში ქალის სადაურობა ასეა მოცემული: ასპინძას, აშკარეთს, საფარას.
ქართული ხალხური ბალადის გმირი ქალი წყალგაღმა ან ზღვის გაღმა ცხოვრობს. მიუხედავად რეალური ტოპონიმების არსებობისა, რომლებიც ქალის სადაურობაზე მიგვითითებენ, ის მაინც მიუწვდომელია, ზღაპრული მზეთუნახავის მსგავსია და მზეთუნახავი ხომ უმეტესწილად მეფის ასულია.
მსგავსების მიუხედავად, შესადარებელი ბალადების სიუჟეტში გვხვდება განსხვავებული მომენტებიც და სწორედ ეს განსხვავება ანიჭებს ამ ორ ნაწარმოებს თვითმყოფადობას. გერმანული ბალადის ერთ ვარიანტში სატრფო თვითონ მიმართავს ვაჟს, რომ გადმოცუროს ზღვის ტალღები:
ოხ ჩემო საყვარელო, ცურვა რომ შეგეძლოს, ჩემთან მოცურდებოდი,
აგინთებდი სამ სანთელს, რომელიც გზას
 გაგინათებდა” (კოტეტიშვილი:331).
თავფარავნელ ჭაბუკშიმოქმედება ვაჟის ინიციატივით ხდება.
გერმანულ ბალადაში სატრფოს დაკარგვით შეშფოთებული ქალი თვითონ გადაწყვეტს მოძებნოს გულის სწორი, თუმცა დედას არ უმხელს გულის ხვაშიადს, იმიზეზებს უბრალო მოწყენილობას და მშობელს თხოვს, რომ ზღვის ნაპირას გაუშვას იგი. დედა თანხმობას განუცხადებს და ურჩევს, გაიყოლოს და ან ძმა, მაგრამ ქალი ამ შეთავაზებაზე უარს ამბობს და მარტოკა ჩადის ზღვის ნაპირზე.
ქართულ ბალადაში მსგავსი არაფერი ხდება.
გერმანული ბალადის პერსონაჟი ქალი გასამრჯელოს აძლევს (ოქროს ბეჭედს და ოქროს გვირგვინს) მებადურს ზღვის ფსკერიდან ვაჟის ნეშტის ამოტანისათვის, ხოლო თავფარავნელ ჭაბუკში ნათქვამია:
წყალსა დაეხრჩო ჭაბუკი,
ჭოროხზე ეგდო, ქანობდა”.
უფლისწულისა და მეფის ასულისფინალს ჰგავს ქართული ბალადის ერთი ვარიანტი (“ქალმაც დაიცა დანანი, სიკვდილს აღარა ზარობდა”, ქხპ VI:352), თუმცა ქალის თვითმკვლელობის ფორმა აქაც განსხვავებულია: გერმანული ბალადის პერსონაჟი ქალი წყალში იხრჩობს თავს, ქართული ბალადის პერსონაჟი კი ეთერის მსგავსად დანის დაკვრით ასრულებს სიცოცხლეს.
გერმანული ბალადისაგან განსხვავებით, ტოპონიმიზებულია ქართული ბალადის სივრცე, რაც ამ ბალადის კიდევ ერთ განსაკუთრებულ თვისებას გამოკვეთს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.            გერმანული ბალადები: გერმანული ბალადები, თარგმნა აკაკი გელოვანმა, თბ., 1963
2.            კოტეტიშვილი: ვახტანგ კოტეტიშვილი, ხალხური პოეზია, თბ., 1961
3.            ქხპ VI: ქართული ხალხური პოეზია, . VI, თბ., 1978
4.            ხიზანიშვილი:                დავით ხიზანიშვილი, ფშაური ლექსები, “ივერიის გამოცემა”, 1887

No comments:

Post a Comment